2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ახალი თვითმმართველობები/მერიები დაკომპლექტდა, რომლებიც უკვე ნომებრიდან შეუდგნენ მმართველობას.
აღსანიშნავია ის პირველი გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლადარჩეულმა მერებმა მიიღეს. პირველ რიგში, როგორც პრემიერმა გასული წლის ზაფხულში დააანონსა, ყველა მუნიციპალიტეტში გაორმაგდა ადგილობრივი ჩინოვნიკების ხელფასები (მერის, საკრებულოს წევრების, მერის მოადგილეების და ა.შ), გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა, სადაც საკრებულოში ოპოზიციაა უმრავლეობაში (ზუგდიდი, წალენჯიხა, რუსთავი, ჩხოროწყუ).
თუმცა ეს არაა ერთადერთი ხარჯი, რომელიც პირადი კომფორტის მიზნით ახლადარჩეულმა მერებმა გასწიეს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, კერძოდ: 2021 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით ე.ი ბოლო 3 თვეში, 37 მუნიციპალიტეტმა 7,322,600 ლარის 145 ავტომობილი შეიძინა. ავტომობილების აბსოლუტური უმრავლესობა არის მსუბუქი ტიპის, უახლესი, 2022 წლის მოდელია (Mitsubishi L, FIAT TIPO 1.6 P , Kia Seltos, Renault Sandero, Renault Duster, kia Pikanto).
შეძენილი ავტომობილების სიმრავლით ლიდერობს შემდეგი მუნიციპალიტეტები
-
თბილისი - 58 მანქანა, 1,860,400 ლარი
-
ქუთაისი - 8 მანქანა , 372,000
-
რუსთავი - 5 მანქანა, 182 000
-
დმანისი - 5 მანქანა, 318 615
-
თელავი- 5 მანქანა, 267 000
-
ბორჯომი- 5 მანქანა, 380 805
-
ახალციხე- 5 მანქანა, 195 805
აღნიშნული 145 ავტომობილი მუნიციპალიტეტებს მიაწოდა ოთხმა კომპანიამ: შპს კია საქართველო, სს ფრანს აუტო, შპს კავკასუს მოტორსი და შპს სტრადა მოტორსი. ამ ოთხი კომპანიიდან სამი (გარდა სტრადა მოტორსისა) დაკავშირებულია სპორტის ყოფილ მინისტრთან - ტარიელ ხეჩიკაშვილთან. ამ კომპანიებს წლების მანძილზე ათეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვა აქვს მიღებული, რაზეც ფლანგვის დეტექტორი წარსულშიც წერდა.
შეჯამება
საბოლოო ჯამში გვაქვს მოცემულობა, რომ აღნიშული 37 მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერები, რომელთაც თავის მხრივ მანამდე არსებული ხელფასები გაუორმაგდათ, მილიონობით ლარს (7,322,600) ხარჯავენ უახლესი მოდელისა ავტომობილების შესაძენად ხარჯავენ., ავტომობილების რომელთა უმრავლესობას ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიებისგან ყიდულობენ. ხოლო ნაცვლად იმისა რომ ადგილობრივი ხარჯები მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური და სხვა სახის პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს, ჩანს, რომ ადგილობრივი ხარჯები ჩინოსანთაჩინოვნიკთა პირად კომფორტსა და კეთილდღეობას ხმარდება ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური და სხვა სახის პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს.
ტენდერები დეტალურად
CON210000479-00007 - 2021 წლის 23 დეკემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა შპს “კავკასუს მოტორსისგან” 70,605 ლარად იყიდა (ერთი ერთეული) პიკაპის ტიპის ავტომობილი (Mitsubishi L-200), რომლის ღირებულება წარმოადგენს 70 605 ლ.
CON210000655-00001 - 2021 წლის 30 დეკემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა და სს ფრანს ავტომ გააფორმეს 106 800 ლარის კონსოლიდირებული შესყიდვა. შესყიდვის ობიექტი იყო 2 ერთეული ავტომობილი, ერთეული სატრანსპორტო საშუალების ღორებულება იყო 53 400ლ. მე3 კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი.
CON210000479-00017 - ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა და შპს “კავკასუს მოტორსმა” 2022 წლის 10 იანვარს გააფორმეს 70 605 ლარის კონსოლოდიებული შესყიდვა. მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან შეიძინა 1 ერთეული Mitsubishi L 200 2.4
CON210000647-00004 - შპს “კია საქართველომ” თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 130 000 ლარის შესყიდვა გაუფორმა 2022 წლის 11 იანვარს. მუნიციპალიტეტმა შეიძინა ორი ერთეული მანქანა, ერთეული მანქანის ღირებულება არის 65 000.
CON210000651-00004 - გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაიმარჯვა 2022 წლის 13 იანვარს, სტრადა მოტორისის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, და შეიძნა 93 000 ლარის ღირებულების (ერთი) FIAT TIPO 1.6 P შეიძნა მანქანა.
CON210000647-00005 - 2022 წლის 13 იანვარს გორის მუნიციპალიტეტმა შპს “კია საქართველოსთან” გააფორმა კონსოლიდირებული შესყიდვა და შეიძნა Kia Seltos ძრავი 2.0 ავტომობილი შეიძნა , რომლის ღირებულებაა 65 000 ლარი.
CON210000660-00004 - გორის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის 13 იანვარს, ამჯერად ხელშეკრულება გააფორმა სს ფრანკო მოტორსთან და შეიძინა 36 400 ლარის ღირებულების ერთი ავტომანქანა შეიძინა , – III კლასის მსუბუქი ავტომობილი.
CON210000647-00008 - თვითმმართელი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტმა შპს “კია საქართველოსთან” 2022 წლის 14 იანვარს გააფორმა 65 000 ლარის ხელშეკრულება და შეიძნა (ერთეული) II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი
CON210000479-00018 - თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტმა შპს “კავკასუს მოტორსთან” 2022 წლის 21 იანვარს გააფორმა 70 605 ლარის ხელშეკრულება და შეიძინა ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილი Mitsubishi L 200.
CON210000647-00009 - 2021 წლის 21 იანვარს თერჯოლის მუნიციპალიტეტმა შპს “კია საქართველოსთან” გააფორმა 130 000 ლარის ხელშეკრულება და შეიძინა ორი ერთეული ავტომანქანა- Kia Seltos. ერთეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულებაა 65000ლ.
CON210000655-00007 - 2022 წლის 25 იანვარს ქედის მუნიციპალიტეტმა სს “ფრანკო ავტოსთან” გააფორმა 106 800 ლარის ხელშეკრულება და შეიძინა ორი ავტომანქანა - Renault Duster, ერთეული მანქანის ღირებულება - 53 400ლ.
CON210000479-00021 - 2022 წლის 25 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტმა შპს “კავკასუს მოტორსისგაან” შეიძინა (ერთეული) M itsubishi L 200, რომლის ღირებულება არის 70 605 ლარი.
CON210000647-00010 - თვითმმართველი ერთეულის ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის 25 იანვარს შპს “კია საქართველოსგან” შეიძინა 65 000 ლარად ერთეული ავტომობილი - კორეული წარმოების, მე2 კლასის ავტომობილი.
CON210000647-00011 - სენაკის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის 24 იანვარს შპს “კია საქართველოსგან” შეიძინა 65 000 ლარად (ერთეული) Kia sletas.
CON210000660-00010 - 2022 წლის 27 იანვარს ყვარლის მუნიციპალიტეტმა და სს ფარნსო ავტომ დადეს 36 400 ლარის ხელშეკრულება. მუნიციპალიტეტმა შეიძინა მე-3 კლასის მსუბუქი ავტომობილი. (RENAULT SANDERO).
CON210000655-00008 - 2022 წლის 27 იანვარს ისევ ყვარლის მუნიციპალოტეტმა ფრანსო ავტოსგან იყიდა ერთი მანქანა, რომელიც ღირს 53 400ლ.
CON210000647-00014 - 2022 წლის 28 იანვარს მარტვილის მუნიციპალიტეტმა შპს კია საქართველოსთან გააფორმა 65 000 ლარის ხელშეკრულება და შეიძინა (ერთეული) მე-2 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი.
CON210000479-00025 - 2022 წლის 30 იანვარს დმანისის მუნიციპალიტეტმა შპს “კავკასუს მოტორსისგან” იყიდა 3 (სამი ) ერთეული ავტომობილი (Mitsubishi L200), რომელტა საერთო ღირებულებამ 211 815 ლარი შეადგინა.
CON210000651-00011 -2022 წლის 31 იანვარს ქალაქ ქუთაისის მერიამ “ სტრადა მოტორსისგან” შეიძინა FIAT TIPO-ს 8 ავტომობილი, რომელთა ღირებულება ჯამში 372 000 ლარია.
CON210000647-00015 - ახმეტის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის 31 იანვარს შპს “კია საქართველოსგან” იყიდა 65 000 ლარად Kia Seltos ერთი მანქანა.
CON210000660-00011 - ახმეტის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის 31 იანვარს სს ფარანს აუტოსგან შეიძნა ერთი Renault Sandero 36 400 ლარად
CON210000647-00016 - 2022 წლის 27 იანვარს ახალციხის მუნიციპალიტეტმა შპს “კია საქართველოსგან” შეიძინა kia seltos, 65 000 ლარად.
CON210000655-00012 - 2022 წლის 27 იანვარს ახალციხის მუნიციპალიტეტმა სს ფრანს აუტოსთანგააფორმა 160 200 ლარის ხელშეკრულება და შეიძინა Renault Duster სამი ავტომობილი.
CON210000647-00017 - 2022 წლის 1ლ თბერვალს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დადო ხელშეკრულება შპს “კია საქართველოსთან” და შეიძნა 2 ავტომობილი ) KiaSeltos, რომელთა ღირებულება 130 000 ლარია.
CON210000655-00013 - 2022 წლის 2 თებერვალს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს ავტოსთან” გააფორმა ხელშეკრულება და შეიძნა3 ცალი Renault Duster, ხელშეკრულებამ 160 200 ლარი შეადგინა.
CON210000655-00014 - 2022 წლის 31 იანვარს ქარელის მუნიციპალიტეტმა შეიძნა renault duster სს ფრანკო აუტოსგან 53 400 ლარად.
CON210000660-00012- 2022 წლის 31 იანვარს ქარელის მუნიციპალიტეტმა სს ფრანს ავტოსგან შეიძნა მანქანა 36 400 ლარად.
CON210000479-00027 - 2022 წლის 28 იანვარს ასპინძის მუნიციპალიტეტმა შპს “კავკასუს მოტორსისგან” შეიძნა ერთი ავტომობილი Mitsubishi L 200, რომლის ღირებულება იყო 70 605 ლ.
CON210000479-00029 - 2022 წლის 2 თებერვალს ქედის მუნიციპალიტეტმა და შპს “კავკასუს მოტორსმა” გააფორმეს ხელშეკრულება. მუნიციპალიტეტმა შეიძინა პიკაპის ტიპის ავტომობილი Mitsubishi L 200, 70 605 ლარა.
CON210000647-00018 - წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 2022 წლის 4 თებერვალს შპს “კია საქართველოსგან” შეიძინა 65 000 ლარიანი მანქანა.
CON210000479-00031 - 2022 წლის 1-ელ თებერვალს, ახალციხის მუნიციპალიტეტმა შპს “კავკასუს მოტორსისგან” შეიძინა 70 605 ლარიანი მანქანა. Mitsubishi L 200
CON210000655-00015 - 2022 წლის 1ლ თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს აუტოსგან” შეიძნა მანქანა 53 400 ლარად. Renault Duster
CON210000655-00016 - 2002 წლის 4 თებერვალს ადიგენის მუნიციპალიტეტმა შეიძნა 2 მანქანა სს “ფრანს აუტოსგან” , ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 106 800ლ. Renault Duster
CON210000660-00017 - 2022 წლის 9 თებერვალს სენაკის მუნიციპალიტეტმა იყიდა მანქანა სს “ფრანს აუტოსგან” 36 400 ლარად. renault sandero
CON210000651-00012 - 2022 წლის 9 თებერვალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა შპს “სტრადა მოტორსისგან” შეიძნა მანქანა 46 500 ლარად. FIAT TIPO 1.6 P
CON210000479-00037 - 2022 წლის 10 თებერვალს შუახევის მუნიციპალიტეტმა შპს “კავკასუს მოტორსისგან” შეიძნა 2 მანქანა 141 210 ლარად Mitsubishi L 200.
CON210000647-00019 - 2022 წლის 3 თებერვალს აბაშის მუნიციპალიტეტმა შპს “კია საქართველოსგან” შეიძნა მანქანა 65 000 ლარად.
CON210000479-00038 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა 2022 წლის 3 თებერვალს შპს “კავკასუს მოტორსისგან” შეიძნა მანქანა 141 210 ლარად. 2 ერთეული Mitsubishi L 200
CON210000665-00003 - ქ. თბილისის მერიამ 2022 წლის 10 თებერვალს “კია საქართველოსგან” შეიძნა 10 ავტომობილი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 330 000ლ. Kia Picanto.
CON210000479-00040 - თბილისის მერიამ 2022 წლის 10 თებერვალს “კავკასუს მოტორსისგან” შეიძნა 5 ავტომობილი 353 025 ლარად. Mitsubishi L 200.
CON210000479-00044 - საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა 2022 წლის 14 თებერვალს შპს “კაუკასუს მოტორსისგან” შეიძნნა მანქანა Mitsubishi L 200 70 605 ლარად.
CON210000647-00022 - 2022 წლის 9 ტებერვალს ხობის მუნიციპალიტეტმა შეიძნა მანქანა შპს “კია საქართველოსგან” 65 000 ლარად. kia seltos
CON210000647-00025 - თიანეთის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის 11 თებერვალს შეიძნა მანქანა შპს “კია საქართველოსგან” 65 000 ლარად.
CON210000479-00051 - ყაზბეგოს მუნიციპალიტეტმა 2022 წის 9 თებერვალს იყიდა პიკაპის ტიპის 2 მანქანა 141 210 ლარად “კავკასუს მოტორსისგან”
CON210000660-00025 - 2022 წლის 7 მარტს ხაშურის მუნიციპალიტეტმა 36,400 ლარად სს “ფრანს ავტოსგან” იყიდა 1 ავტომობილი Renault Sandero.
CON210000655-00036 - 2022 წლის 7 მარტს ხაშურის მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს ავტოსგან” 53,400 ლარად იყიდა ავტომობილი Renault Duster, 2022 წლის მოდელი.
CON210000655-00035 - 2022 წლის 24 თებერვალს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს ავტოსგან” 106,800 ლარად იყიდა 2 ავტომობილი Renault Duster, 2022 წლის მოდელი.
CON210000655-00034 - 2022 წლის 25 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს ავტოსგან 53,400 ლარად იყიდა ავტომობილი Renault Duster, 2022 წლის მოდელი.
CON210000647-00027 - 2022 წლის 25 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტმა შპს “კია საქართველოსგან” 65,000 ლარად შეიძინა ერთი ცალი ავტომობილი Kia Seltos
CON210000660-00024 - 2022 წლის 25 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს ავტოსგან 36,400 ლარად იყიდა ავტომობილი Renault Sandero
CON210000655-00029 - 2022 წლის 22 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს ავტოსგან 53,400 ლარად იყიდა ავტომობილი
CON210000660-00022 - 2022 წლის 28 თებერვა;ს რუსთავის მერიამ 182,000 ლარად სს “ფრანს ავტოსგან” იყიდა 5 ავტომობილი Renault Sandero
CON210000655-00026 - 2022 წლის 24 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს ავტოსგან 53,400 ლარად იყიდა ავტომობილი Renault Duster
CON210000660-00021 - 2022 წლის 28 თებერვალს თბილისის მერიამ სს “ფრანს ავტოსგან 946,400 ლარად იყიდა 26 ცალი ავტომობილი Renault Sandero
CON210000655-00025 - 2022 წლის 28 თებერვალს თელავისს მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს ავტოსგან 53,400 ლარად იყიდა ავტომობილი Renault Duster, 2022 წლის მოდელი
CON210000655-00024 - 2022 წლის 28 თებერვალს თელავისს მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს ავტოსგან” 213,600 ლარად იყიდა 4 ცალი ავტომობილი Renault Duster, 2022 წლის მოდელი
CON210000655-00023 - 2022 წლის 23 თებერვალს კასპის მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს ავტოსგან” 53,400 ლარად იყიდა ავტომობილი Renault Duster, 2022 წლის მოდელი
CON210000665-00005 - 2022 წლის 25 თებერვალს თბილისის მერიამ შპს კია საქართველოსგან 561,000 ლარად იყიდა 17 ცალი kia picanto
CON210000665-00004 - 2022 წლის 24 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტმა 53,400 ლარად შპს კია საქართველოსგან შეიძინა 1 ცალი ავტომობილი
CON210000479-00058 - 2022 წლის 15 თებერვალს ფოთის მერიამ 70,605 ლარად შპს კავკასუს მოტორსისგან შეიძინა 1 ცალი mitsubishi L ავტომობილი
CON210000655-00022 - 2022 წლის 18 თებერვალს ბოლნისის მერიამ 106,800 ლარად სს “ფრანს ავტოსგან” იყიდა 2 ავტომობილი Renault Duster, 2022 წლის მოდელი
წყარო:
მიმწოდებელი კომპანიები :
-
კია საქართველო - 236096675
-
სს ფრანს აუტო - 236098165
-
კავკასუს მოტორსი - 436031768
-
სტრადა მოტორსი - 401960286
https://www.facebook.com/squanderdetector/posts/3054041761537920