წყალტუბოში ალტ-ინფოს ოფისი ქართული ოცნების შვილის კუთვნილ შენობაში გაიხსნა

მას შემდეგ რაც პარტია “კონსერვატიულ მოძრაობად” გარდაქმნილმა პრორუსულმა დაჯგუფებამ, ალტ-ინფომ საქართველოს რეგიონებში ოფისების გახსნა დაიწყეს, გამოიკვეთა გარემოებები, რომელებიც ამყარებენ ეჭვს მმართველი პარტიის მიერ “კონსერვატიული მოძრაობის” პოლიტიკური საქმიანობის ხელშეწყობაზე.

მაგალითად, ალტ-ინფოს წევრებმა ოფისი გახსნეს წყალტუბოს საკრებულოში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, ავთანდილ მხეიძის შვილის, რეზო მხეიძის საკუთრებაში არსებულ შენობაში. რეზო მხეიძესთან ერთად ამ ფართის თანამესაკუთრეა აკაკი ლორთქინაფიძე, რომელიც თავის მხრივ რუსეთის მოქალაქეა.

ავთანდილ მხეიძე საკრებულოს დეპუტატი 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გახდა. მან წყალტუბოს #2 სამაჟორიტარო ოლქში 51%-იანი მხარდაჭერით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

გამოდის, ქართული ოცნების ადგილობრივმა ჩინოსანმა კონკურენტ პარტიას, რომელიც ამავდროულად პრორუსულ, მოძალადე, დანაშაულებრივ ჯგუფს წარმოადგენს, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ფართი მიაქირავა, რაც ეჭვს აღძრვას ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის გარკვეულ თანამშრომლობაზე. 

5 ივლისს მომხდარი ძალადობის არცერთი დამგეგმავი და ორგანიზატორი არ დასჯილა. 

წყარო:

 

  1. https://napr.gov.ge/udzravi 

  2. https://tvalsazrisi.ge/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-6/ - წყალტუბოს ოფისი