შპს „ორიგინალ პლიუსი“ არის კომპანია, რომელიც დაკავებულია სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებით. კომპანია 2011 წლიდან იწყებს აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას, კონკრეტულად ამ კომპანიას 2011 წლიდან 2022 წლამდე ძირითადად უკონკურენტოდ აქვს მოგებული ჯამური 1,875,320 ლარი. ტედნერების უმეტესობა კი გაფორმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ. ბოლო ხელშეკრულება ფიქსირდება 2022 წლის 25 იანვარს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 88,000 ლარია, რომელსაც იგებს სრულიად უკონკურენტო გარემოში.
ამ კომპანიას, 59 გამოცხადებულ ტენდერში, 53 ტენდერი აქვს მოგებული, აქედან უკონკურენტოდ 47. გამარტივებული შესყიდვების გზით კი 2012 წლიდან დღემდე კომპანიამ 218,065 ლარი მიიღო. ბოლო გამარტივებული შესყიდვა 2022 წლის 16 თებერვალს ფიქსირდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბოლნისის სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის მიერ. ფაქტია, რომ ამ ავტოსერვისს ბოლნისში კონკურენტი არ ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ავტოსერვისებიც არსებობს ამ ქალაქში, პროკურორის ძმის კომპანია ყველა გამოცხადებულ ტენდერში იღებს მონაწილეობას და წლებია, იგებს ტედნერებს კონკურენტების გარეშე.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილის, ლევან ლაზარეშვილის ძმაა შპს „ორიგინალ პლიუსის“ 25%-იანი წილის გარდა აგრეთვე ფლობს შპს „ბელვედერის“ 50%-ს და შპს „ქალაქ ბოლნისის აგრობაზრის“ დირექტორია, თუმცა ეს ორი კომპანია ტედნერებში არ მონაწილეობს, განსხვავებით შპს „ორიგინალ პლიუსისა“.
2018 წელს “თავისუფლების მონიტორს” ჰქონდა მომზადებული რეპორტაჟი, სადაც უშუალოდ ნახსენებია გიორგი ლაზარეშილის კომპანია, რომელიც ბოლნისში ასე უკონკურენტოდ იგებდა ტენდერებს, მაგრამ ფაქტია, რომ 2018 წლიდან დღემდე არაფერი შეცვლილა.
წყაროები:
შპს „ორიგინალ პლიუსი“ - 225397521
https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179
2022 ბოლო ელექტრონული ტენდერი- NAT220001485
2022 ბოლო გამარტივებული შესყიდვა - https://tenders.procurement.gov.ge/
“თავისუფლების მონიტორის” რეპორტაჟი - https://www.radiotavisupleba.ge/a