ელექტრონულ ტენდერებში კომპანია 2012 წლიდან მონაწილეობს და მას შემდეგ, 2012-2021 წლებში, სულ 27 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 18-ში გაიმარჯვა. ხაზგასასმელია ისიც, რომ მოგებული ტენდერების უმრავლეს შემთხვევაში (17 ტენდერი) კომპანიას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. ელ.ტენდერებიდან საერთო ჯამში მიღებული თანხა 3,220,050 ლარია.
შპს “ჯი ემ ჯი” ხელშეკრულებებს აფორმებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან, საქართველოს ფოსტასთან, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიასთან და აჭარის სატყეო სააგენტოსთან.
სამინისტროებმა და მუნიციპალიტეტებმა ჯამში 144 ნივა იყიდეს შპს ჯი ემ ჯისგან, რომელთაგანაც ტოპ 3 შემსყიდველი ორგანოა:
-
საქართველოს ფოსტა (ჯამში 50 ნივა)
-
აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ჯამში 31 ნივა)
-
შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია (30 ნივა)
ტენდერების დეტალური ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
NAT210021922- 2021 წლის დეკემბერში შპს ჯი ემ ჯისთან ხელშეკრულება გააფორმა ქედის მუნიციპალიტეტმა. მუნიციპალიტეტმა 1 ცალი მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება LADA NIVA შეიძინა და მიმწოდებელს 35,000 ლარი გადაუხადა.
SPA210002481- ოქტომბერში მცხეთის მუნიციპალიტეტთან გაფორმდა ხელშეკრულება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67,370 ლარით მუნიციპალიტეტმა რუსეთის ფედერაციიდან 2 ცალი LADA NIVA შეიძინა.
NAT210011055- 105,000 ლარი დაუჯდა საჩხერეგაზს შპს ჯი ემ ჯისგან 3 ცალი LADA NIVA-ს შეძენა.
SPA210001180- 2021 წლის მაისში მცხეთის მუნციპალიტეტმა კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა შპს ჯი ემ ჯისთან და 69,000 ლარი გადაუხადა 2 ცალი LADA NIVA-ს მიწოდებაში.
SPA180003739- 2018 წლის მაისში შპს საქართველოს ფოსტამ შპს ჯი ემ ჯისთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანიას საქართველოს ფოსტისთვის 15 ცალი LADA NIVA უნდა მიეწოდებინა, რომლსი ფასიც 367,500 ლარს შეადგენდა.
SPA180003133- მანამდე 2018 წლის აპრილში, შპს ჯი ემ ჯიმ ხელშეკრულება გააფორმა აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სამინისტრომ 8 ცალი LADA NIVA შეიძინა, რაც 196,000 ლარი დაჯდა.
NAT170013166- საქართველოს ფოსტას 2017 წელსაც აქვს ხელშეკრულება დადებული შპს ჯი ემ ჯისთან, კერძოდ, 2017 წლის დეკემბერში ხელშეკრულება გაფორმდა 15 ცალი LADA NIVA-ს შესაძენად, ღირებულებამ 384,000 ლარი შეადგინა.
SPA170006688-2017 წელს ხელშეკრულება ასევე გაფორმდა აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ამ შემთხვევაში სამინისტრომ შპს ჯი ემ ჯისგან 14 ცალი ნივა შეიძინა და ამაში 325,229 ლარი გადაიხადა.
SPA170006512-2017 წელს შპს ჯი ემ ჯისა და სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს შორისაც დაიდო ხელშეკრულება. 3 ცალ ნივაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 71,499 ლარი გადაიხადა.
SPA170002680-შუახევის მუნიციპალიტეტმა 2017 წელს შპს ჯი ემ ჯისგან 1 ცალი ნივა შეიძინა და კომპანიას 27,000 ლარი გადაუხადა.
SPA160028044-აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2016 წელსაც გააფორმა ხელშეკრულება შპს ჯი ემ ჯისთან და 9 ცალი LADA NIVA შეიძინა, ამაში სამინისტრომ 199,999 ლარი გადაიხადა.
SPA160024488-საქართველოს ფოსტამ 2016 წელს შპს ჯი ემ ჯისგან 20 ცალი LADA NIVA იყიდა, რაც საერთო ჯამში 400,000 ლარი დაჯდა.
SPA160024039- 2016 წელს ხელშეკრულება დაიდო შპს ჯი ემ ჯისა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორისაც. სააგნეტომ 12 ცალი LADA NIVA 235,200 ლარად შეიძინა.
SPA150032543-ბაღდათის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს 3 ცალი ნივა იყიდა და შპს ჯი ემ ჯის 61,000 გადაუხადა.
SPA140001849-2014 წელს ხელშეკრულება გაფორმდა შპს ჯი ემ ჯისა და შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას შორის. აღნიშნულმა კომპანიამ 30 ცალი ნივა იყიდა და მიმწოდებელ კომპანიას 570,000 გადაუხადა.
SPA130019529-გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 2013 წელს 3 ცალ ნივაში 53,850 ლარი გადაუხადა შპს ჯი ემ ჯის.
SPA120028687- აჭარის სატყეო სააგენტომ 2012 წელს დადო ხელშეკრულება შპს ჯი ემ ჯისთან. სააგენტომ 1 ცალი ნივა იყიდა და კომპანიას 17,940 ლარი გადაუხადა.
SPA120026283- აჭარის სატყეო სააგენტოს 2012 წელს მეორე ელ.ტენდერიც აქვს გამოცხადებული. სააგენტომ 2012 წლის ნოემბერში 2 ცალი ნივა იყიდა და შპს ჯი ემ ჯის 35,960 ლარი გადაუხადა.
გარდა ამისა 2012-21 წლებში შპს “ჯი ემ ჯი”-თან სხვადასხვა საჯარო უწყებამ აგრეთვე გააფორმა 194,200 ლარის გამარტივებული შესყიდვა, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის. აქედან ყველაზე მსხვილი შესყიდვები განახორციელა:
-
საქართველოს ფოსტამ, რომელმაც 2017-19 წლებში 80,000 ლარი გადაუხადა ჯი ემ ჯი-ს, ფოსტის ბალანსზე არსებული ნივების მოვლა-შენახვისთვის.
-
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა, 2013-21 წლებში 53,500 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა შპს ჯი ემ ჯისთან მანქანების ტექნიკური შეკეთების მომსახურებაში
-
ეროვნული სატყეო სააგენტომ 2016-17 წლებში 28,000 ლარი გადაუხადა ამ კომპანიას მანქანების ტექნიკური შეკეთების მომსახურებაში
აღსანიშნავია შპს ჯი ემ ჯი-ს მეპატრონეების კავშირი მმართველ პარტიასა და რუსეთის ფედერაციასთან. რეესტრის ჩანაწერის მიხედვით კომპანიის 50-50%-იან წილებს ფლობენ გოჩა როსტიაშვილი და გელა ბუაჩიძე. გოჩა როსტიაშვილი არის თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის (2017-21 წლებში და 2021 წლიდან დღემდე) შალვა ოგბაიძის დეიდაშვილი, შესაბამისად არსებობს გონივრული ეჭვი იმისა რომ შესაძლოა სწორედ ამის წყალობით იგებდეს ეს კომპანია მილიონობით ტენდერს, მორგებული პირობებით, ხოლო გელა ბუაჩიძე არის რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე, შესაბამისად მისი კავშირები რუსეთი ფედერაციასთან თვალნათელია.
წყარო: