ბათუმის მერიის და საკრებულოს მანქანებით 65-ჯერ დაუსაბუთებლად იმგზავრეს და 2,000-მდე ლიტრი საწვავი გაფლანგეს

ბათუმის მერიასა და საკრებულოში 2019-2020 წლებში ბიუჯეტის ბალანსზე მყოფი მანქანები 65-ჯერ არამიზნობრივად მოიხმარეს, რის შედეგადაც გამოყენებულ იქნა 4,034 ლარის ღირებულების 1,980 ლიტრი საწვავი.

ამის შესახებ ახალ ანგარიშში სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს.

მათი ცნობით, მერიისა და საკრებულოს კუთვნილი მანქანების 65-ჯერ გამოყენებისას დაფიქსირდა აჭარის აუტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გასვლა, მიუხედავდ იმისა, რომ ეს ადამიანები ოფიციალურად მივლინებაში არ იმყოფებოდნენ.

აგალითისთვის, ერთ-ერთი მანქანით, სახელმწიფო ნომრით - DV716DV - დაუსაბუთებლად 20-ჯერ იმგზავრეს და 1,424 ლარის ღირებულების 735 ლიტრი საწვავი მოიხმარეს. Ამასთან ერთად, კიდევ ერთი მანქანით, სახელმწიფო ნომრით - XX858XG - დაუსაბუთებლად 10-ჯერ იმგზავრეს და 522 ლარის ღირებულების 251 ლიტრი საწვავი მოიხმარეს.

იუხედავად იმისა, რომ დაუსაბუთებელი მგზავრობების რიცხვი რამდენიმე ათეულია, ბათუმის თვითმმართველ ორგანოებში პასუხისმგებელმა პირებმა ეს ვერ შენიშნეს.

ათუმის მერიის ფლანგვის დეტექტორისთვის მოწოდებული ინფორმაციით თანახმად, 2020 წელს მერიაში მთლიანობაში 94,352 ლარის ღირებულების 27,703 ლიტრი საწვავი მოიხმარეს.

ამავე 2020 წელს კი, მივლინებებზე ბათუმის მერიაში ჯამში 14,683 ლარი დაიხარჯა.

აუდიტის სამსახური წერს იმასაც, რომ ბათუმის მერიას 2019-2020 წლებში საშუალოდ 20,000 ლარის დაზოგვა შეეძლო, თუ გაითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის რეკომენდაციას ავტოპარკში არსებული მანქანების რაოდენობასთან დაკავშირებით.

აღმოჩნდა, რომ ბათუმის მერიაში სამორიგეო მანქანების რაოდენობა 2019 წელს 16 იყო, ხოლო რეკომენდაციის მიხედვით 7 უნდა ყოფილიყო, 2020 წელს 12 სამორიგეო მანქანა იყო, რეკომენდირებული კი 6 სამორიგეო მანქანის ყოლა იყო.

ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბათუმის მერია დაიცავდა რეკომენდაციებს და ეყოლებოდა იმდენი მანქანა, რამდენიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის თებერვალში გამოცემული N121 დადგენილებით უნდა ჰყოლოდა, ბიუჯეტიდან საშუალოდ 20,000 ლარი დაიზოგებოდა.

 

წყაროები:



  1. აწვავის ხარჯი 2020 - https://ibb.co/DY7HzDC
  2. ივლენებები 2020 - https://ibb.co/xDS34kB
  3. აუდიტის სამსახურის ანგარიში გვ.16,17 - https://sao.ge/Uploads/2022/1/ქალაქ%20ბათუმის%20მუნიციპალიტეტის%20წარმომადგენლობითი%20და%20აღმასრულებელი%20ორგანოე....pdf

აქართველოს მთავრობის N121 დადგენილება “სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ”