ირაკლი კერვალიშვილის სამეწარმეო საქმიანობა 2010 წლიდან იწყება. იგი შპს „ცოტნეს“ 50% წილის მფლობელია. ეს კომპანია 2013 წელს არის რეგისტრირებული ქალაქ ონში. პირველად ამ კომპანიამ ტენდერი 2015 წელს მოიგო, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის მიერ იყო გაფორმებული. 2015 წლიდან 2020 წლამდე შპს „ცოტნე“ ტედნერებს იღებს ონის მუნიციპალიტეტისგან. ორი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შესყიდვა კი განხორციელდა, 2020 წლის 16 და 18 სექტემბერს, მაშინ, როდესაც ეპიდვითარება საქართველოში გართულებული იყო, ონის მუნიციპალიტეტისგან გამარტივებული შესყიდვების გზით ჯამში 4 მილიონამდე ლარის ღირებულების შესყიდვა მიიღო. სავარაუდო კორუფციულ რისკების ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ ამავე წლის 18 სექტემბერს (ორი დღის შემდეგ) კვლავ ხორციელდება გამარტივებული შესყიდვა, ისევ ონის მუნიციპალიტეტის მიერ, ხელშეკრულების სავარაუდო რაოდენობა კი შეადგენს 2 მილიონამდე ლარს. ორივე გამარტივებული შესყიდვა ეხებოდა სამშენებლო სამუშაობის ჩატარებას. პანდემიის დროს და გართულებულ პირობებში ორი უმსხვილესი შესყიდვის მიღება გამარტივებული გზით დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ასევე, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ირაკლი კერვალიშილმა 2017 წლიდან 2021 წლამდე ჯამში 240,000 ლარი შესწირა ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსა და სალომე ზურაბიშვილს და ამავდროულად 11-მდე სხვადასხვა კომპანიას ფლობს - ონის მუნიციპალიტეტისგან იღებს უმსხვილესი სახის გამარტივებულ შესყიდვებს უკონკრურენტოდ ან სხვათა დისკვალიფიკაციის ხარჯზე.
ხსენებული ორი მსხვილი გამარტივებული შესყიდვის მიღმა, შპს „ცოტნეს“ 2015 წლიდან 2020 წლამდე მოგებული აქვს 8 ტენდერი 300,000 ლარის ოდენობით, რომელთაგანაც 4-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. აქედან 2020 წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში NAT200005456 სამუშაოების შესასრულებლად, სატენდერო კომისია ითხოვდა გამოცდილებას აღნიშნულ საკითხზე, რომელიც უნდა მითითებულიყო დანართ 3-ში, მაგრამ კომპანიამ არათუ არასრულფასოვნად, არამედ საერთოდ არ წარმოადგინა აღნიშნული დანართი.
ირაკლი კერვალიშვილის მეორე კომპანიაც შპს „ცოტნე XXI“ აქტიურად იღებს მონაწილეობას ტენდერებში. კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 218,500 ლარს შეადგენს, რომელიც გაუფორმა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წელს. ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით ამ კომპანიამ დამატებით 470,000 ლარი მიიღო ასევე ონის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან. კონკრეტულად ეს გარემოება ბადებს ეჭვს, რომ ირაკლი კერვალიშვილის მიმართ ონის მუნიციპალიტეტის მერია ძალიან კეთილგანწყობილია, რადგან ყველა კომპანია, სადაც ირაკლი კერვალიშვილის სახელი ფიგურირებს, უკონკურენტოდ ან სხვათა დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებს ტედნერებს, რომელთა შემსყიდველი ონის მუნიციპალიტეტის მერიაა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ კომპანიის სახელზე გაფორმებული ორი ტენდერიდან, რომელთანაგაც ერთში უკონკურენტოდ მოიგო (SPA170006480) “შპს ცოტნე XXI”-მ, ხოლო მეორე ტენდერში (NAT170010559), რომელიც ეხებოდა სამშენებლო სამუშაოებს გამოიკვეთა საეჭვო გარემოება - ონის მუნიციპალიტეტთან ერთად დანართებში შემსყიდველებად გამოიკვეთნენ ირაკლი კერვალიშვილის სხვა პარტნიორი კომპანიები - “შპს ცოტნე” და “შპს ბლაუენშტაინ საქართველო”- რომლის დირექტორი როსტომ კერვალიშვილია და ირაკლი კერვალიშვილთან ერთად ფლობს შპს დეკას 25%-ს.
როგორც უკვე აღინიშნა, ირაკლი კერვალიშილი 11-მდე კომპანიასთან თანამშრომლობს და სხვადასხვა რაოდენობის წილების მფლობელია ერთსა და იმავე ადამიანებთან, რომლებიც ასევე იგებენ ტედნერებს. მაგალითად გელა გუტაშილი ირაკლი კერვალიშვილთან ერთად ფლობს “შპს მამისონის” 50%-ს. გელა გუტაშილი “სს პანსიონატი მამისონის” დირექტორია, რომელმაც 2011 წლიდან 2012 წლამდე უკონკურენტოდ მოიგო 35,000 ლარი.
ირაკლი კერვალიშილი “შპს დებედა ლეიქის” 48% ს ფლობს, რომლის 25% ეკუთვნის დავით მაცაბერიძეს და იგი ფლობს კომპანია “ალექსანდრეულს”. ამ კომპანიამ გამარტივებული შესყიდვების გზით 2015 წლიდან 2021 წლამდე ჯამში 106,700 ლარი მიიღო.
ასევე მისმა მეორე კომპანიამ “შპს მეგასპორტმა” 2012 წლიდან 2021 წლამდე გამარტივებული შესყიდვის გზით ჯამში მიიღო 410 900 ლარი, ხოლო რაც შეეხბა ტედნერებს, ეს კომპანია 2011 წლიდან 2016 წლამდე 471,131 ლარი მიიღო უკონკურენტოდ.
ფაქტია, რომ ირაკლი კერვალიშვილის კომპანიების მეწილეებიც ცალკე ფლობენ სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც იგებენ ტედნერებს უკონკურენტოდ ან სხვათა დისკვალიფიკაციის ხარჯზე ან გამარტივებული შესყიდვების გზით იღბენ გარკვეული რაოდენობის თანხებს.
ირაკლი კერვალიშილის სამეწარმეო საქმიანობა ამით არ სრულდება. იგი ფეის ჯორჯიას დამფუძნებელია. ამ კომპანიის ინიციატივით, ფოთში $93-მილიონიანი ინვესტიციით ახალი ნავსადგომი უნდა აშენებულიყო. პროექტს ფოთის პორტის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული კომპანია Pace Group ახორციელებდა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირველი ფაზით განსაზღვრული ობიექტის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდებოდა, მაგრამ პროექტის პირველი ნაწილი სავარაუდოდ არ დასრულებულა. გაურკვეველია, რა ფაზაშია უმსხვილესი ინვესტიციის მქონე პროექტი.
წყარო:
-
შპს ცტონე XXI 2017 - #NAT170010559
-
შპს ცოტნე 2020 – #NAT200005456
-
ცოტნე გამარტივებული 2017 - CMR170144074
-
ცოტნე გამარტივებული 2020 - CMR200110349
-
ცოტნე გამარტივებული 2020 - CMR200110342