UEFA-მ ინფრასტუქტურა დაუწუნა ფოთის სტადიონს, რომელზეც 8.5 მლნ დაიხარჯა და 8 წელია შენდება

UEFA-მ გადაიფიქრა 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური თამაშების ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარება და ამის მიზეზად არსებული ინფრასტრუქტურა დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონს 2013 წლიდან რეაბილიტაცია უტარდება.

ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო და მასში უკვე დახარჯულია 8.5 მილიონი ლარი, თუმცა მიზანი, რომ სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი იყოს და საერთაშორისო მატჩების ჩატარება შესაძლებელი გახდეს - მიღწეული არ არის.

თავდაპირველად ჩემპიონატის (ევრო 2023-ის) ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა. თუმცა უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება”, - ვკითხულობთ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

2013 წელს მაშინდელმა ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, სტადიონის რეაბილიტაციის პირობა დადო და მუნიციპალიტეტიც საქმეს შეუდგა. აუდიტის სამსახურის ცნობით, 2013 წელსვე ფოთის მერიამ სტადიონის მშენებლობის პროექტი შპს “საუკისგან” 110,000 ლარად შეისყიდა და პროექტს იმავე წელს ექსპერტიზა ჩაუტარა შპს “ფოთის პროექტებისა და ხაჯთაღრიცხვის ექსპერტიზამ”, რაშიც თავის მხრივ 3,400 ლარი იქნა გადახდილი. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პროექტის შემდგენი და მისი შემფასებელი კომპანიების მფლობელი ერთი და იგივე ადამიანი - ზურაბ ჩოჩია იყო, რომელიც შპს „საუკში“ ფლობდა 33%-იან წილს, ხოლო შპს „ფოთის პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზაში“ - 100%-იან წილს და ამავე დროს იყო ფირმის დირექტორი.

თავდაპირველად, 2013 წელს, ფოთის მერიის მიერ სტადიონის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში შპს “ნიუ კონსტრაქშენმა” გაიმარჯვა, რომელსაც მუნიციპალიტეტმა ავანსის სახლით 700,000 ლარი მისცა, მაგრამ რამდენიმე თვეში - 2014 წლის იანვარში პირობების შეუსრულებლობისა და ვადის გადაცილების გამო კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. აქმე სასამართლოში წავიდა, სადაც კომპანიას სახელმწიფოს თანხების მითვისებას ედავებოდნენ და ავანსად მიღებული თანხის დაბრუნებას მოითხოვდნენ.

ეორე ტენდერი 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და შპს “ხიდმა” გაიმარჯვა. ფოთის მერიის ინფორმაციით, შპს “ხიდს” ავანსად ნახევარი მილიონი ლარი ჩაურიცხეს, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამ შეასრულა და მოგვიანებით დამფუძნებელი - თეიმურაზ წივწივაძე “სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისების გამო დააკავეს.

ორჯერ შეფერხების შემდეგ, 2017 წლის 16 მაისს ფოთის მერიამ მესამე ტენდერი გამოაცხადა, სადაც უკონკურენტოდ შპს “ელიტა ბურჯმა” გაიმარჯვა.

თავდაპირველი სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული წინასწარი გადახდის მექანიზმი, არამედ თანხა უნდა გადახდილიყო ეტაპობრივად და სამუშაოების შესრულების ვადა 2017 წლის 31 დეკემბრამდე იყო. კომპანიისთვის გადასახდელ თანხად 1,860,000 ლარი განისაზღვრა.

ახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 28 ნოემბერს “ელიტა ბურჯმა” სამუშაოების ვადის დასრულების გადაწევა 2018 წლის 20 აპრილამდე მოითხოვა, მიზეზად კი განახლებული პროექტი დაასახელა. ამასთან ერთად, მათ მოითხოვეს ავანსის სახით - 1,750,000 ლარის მიღება. ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა: ვადა გადაიწია, ხოლო ხელშეკრულებაში შეიცვალა ჩანაწერი წინასწარი გადახდის მექანიზმის შესახებ და კომპანიას ავანსი გადაერიცხა.

2018 წლის 20 აპრილს კომპანიამ კვლავ მოითხოვა სამუშაობის დასრულების ვადის 2018 წლის 29 ივლისამდე გადავაწევა, ამის მიზეზად კი დასახელდა, რომ საქართველოს ფეხბურთის  ფედერაციას ახალი მიზანი ჰქონდა - ფოთის სტადიონს არა უეფას მეორე კატეგორიის სტადიონის შესაბამისი, არამედ მესამე კატეგორიის შესაბამისი.

2018 წლის 29 ივლისს ხელშეკრულებაში კიდევ შევიდა ცვლილება სამუშაოების დასრულების ვადის 2018 წლის 31 ოქტომბრამდე დასრულების შესახებ, თუმცა აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით სამუშაოები არც მაგ დროისთვის იყო დასრულებული.

ამენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ფოთის ცენტრალური სტადიონის მშენებლობისთვის თანხების გამოყოფა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადაწყვიტა, რომელმაც 2019 წლის 30 ოქტომბერს ტენდერი გამოაცხადა, რაშიც უკნოკურენტოდ შპს “მაქრო ქონსთრაქშენმა” გაიმარჯვა და უეფას მესამე კატეგორიის სტადიონისა და სათადარიგო სტადიონის მშენებლობის ვალდებულება აიღო.

კომპანიისთვის გადასახდელ თანხად 5,300,000 ლარი განისაზღვრა.

იუხედავად იმისა, რომ სტადიონის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების თარიღად ფოთის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის 6 ოქტომბერი (“ელიტა ბურჯის” ჩატარებული სამუშაოები) გამოაცხადა, ხოლო 2021 წლის აპრილში გვამცნო, რომ სტაიდიონზე სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნების მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ფაქტია, რომ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის მერვე წელსაც საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი აშენებული არ არის და ამას უეფაც აღნიშნავს.

წყაროები:

 

1)         ფედერაციის განცხადება - https://www.gff.ge/ge/media/news/22216

2)         უნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერი - NAT190020746

3)         ტადიონი “დასრულების ეტაპზეა” - https://www.facebook.com/watch/?v=269300624895858

4)         პს “ნიუ ქონსთრაქშენთან” დავა - https://www.facebook.com/watch/?v=504855979671423

5)         აუდიტის სამსახურის ანგარიში - https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/photis%20auditis%20angarishi%20shesabamisoba.pdf

თეიმურაზ წივწივაძის დაკავება - https://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/85212-shps-qkhidisq-damfudznebelma-fothis-stadionis-reabilitaciisthvis-gamoyofili-nakhevari-milioni-miithvisa.html