მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა და მიმდინარე კოვიდ პანდემიისა, ქართული ოცნება საბიუჯეტო სახსრებს არ იშურებს გასართობი ღონისძიებებისთვისა და მანათობელი ილუმინაციების მოსაწყობად. შედარებისთვის, თბილისის მერიამ თითქმის 2.5 ჯერ მეტი დახარჯა წინასაახაწლო ღონისძიებებში, ვიდრე თბილისზე 13 ჯერ მდიდარმა ჰელსინკმა.
ამგვარ ხარჯებს შორის აღსანიშნავია ქართულ ოცნებასთან დაახლოებული და მათი
მხარდამჭერი მომღერლების დაფინანსებაც, რომელიც ათიათასობით ლარს უტოლდება. მაგალითად, ბათუმის მერიამ 14,000 ლარით დააფინანსა რუსეთში მოღვაწე ანტივაქსერი მომღერლის, ირაკლი ფირცხალავას კონცერტი, თუმცა ეს ერთადერთი ხარჯი არაა, რომელიც ადგილობრივმა ბიუჯეტმა გაიღო. მაგალითად, 2021 წლის 27 დეკემბერს სენაკში ჩატარდა მაკა ზამბახიძისა და სოფო ბედიას კონცერტი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16,580 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ სოფო ბედია მმართველი პარტიის მხარდამჭერ ვიდეომოწოდებებს ხშირად ავრცელებს. ის აგრეთვე იყო ერთ-ერთი იმ მომღერალთაგან, რომელიც პარტია ქართულ ოცნებას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჰყავდა დაქირავებული და პარტიულ შეხვედრებზე ამღერებდა. 2020 წელს სოფო ბედიას ქმარი მიშა მესხი თბილისის საკრებულოს წევრიც გახდა ქართული ოცნების პარტიული სიით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სენაკის მერიამ სოფო ბედიას საბიუჯეტო სახსრებით მხარდაჭერა დაუფასა. 2018 წლის 3 იანვარს სენაკის მერიამ საახალწლო კონცერტისთვის სოფო ბედიას 4,750 ლარი გადაუხადა, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ – 2,000 ლარი.
საბოლოო ჯამში 2018-21 წლებში სენაკის მერიის ბიუჯეტიდან სოფო ბედიამ 12,920 ლარი მიიღო.
წყარო:
-
https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/782635202444688/ - სოფო ბედიას მხარდამჭერი ვიდეო ქართულ ოცნებას
-
https://formulanews.ge/News/42559 - ბედიას ქმარი თბილისის საკრებულოში
-
https://www.facebook.com/CityHallOfSenakiMunicipality/videos/499031748102873 სენაკში კონცერტის კადრები
https://www.scribd.com/document/552196539/SIGNED-40-402201096 - ხარჯე