ბათუმის ახალი ბიუჯეტით, 40 მილიონით ეზრდება დაფინანსება ა(ა)იპებს. დაფინანსება უმცირდებათ უფასო სასადილოებს

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მეორე დღეა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს, რასაც ოპოზიციის მხრიდან ხმაური ახლავს, რადგან 2022 წლის ბიუჯეტს ძველი მოწვევის - 2017 წლის საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა.

სხდომაზე, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, მოქალაქეები არ დაუშვეს, რასაც ბათუმის საკრებულო ადგილების უქონლობით ხსნიდა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, 2021 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 49 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 254 047 400 ლარს შეადგენს. 

ასევე, იზრდება შრომის ანაზღაურებები სხვადასხვა ორგანოებში და ბიუჯეტის პროექტში ეს შემდეგნაირად გამოიხატება - 2021 წელს შრომის ანაზღაურებაზე 23,530,200 ლარი არის გათვლილი, ხოლო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში 2,032,800 ლარით მეტი და მთლიანობაში – 25,563,000 მილიონი ლარი იქნება.

მაგალითისთვის, ბათუმის მერიაში თანამშრომლების რაოდენობა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იგივე რჩება, თუმცა იზრდება შრომის ანაზღაურება - 2021 წელს 170 ადამიანზე  3,488,100 ლარია გათვლილი, მომავალ წელს კი, იმავე რაოდენობაზე 3,836,900 ლარი იქნება.

იგივენაირი ცვლილებაა ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტში, 2021 წელს 43 ადამიანი შრომის ანაზღაურების სახით 1,091,600 ლარს იღებს, ხოლო 2020 წელს ამავე რაოდენობის ადამიანები 1,213,100 ლარს მიიღებენ.

ამასთან ერთად, ბათუმის მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა ბიუჯეტის გაზრდისა და განაწილების პროგნოზის 2025 წლის ჩათვლით, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ბიუჯეტი 263,895,600 ლარამდე, ხოლო ხელფასების ოდენობა - 30,177,600 ლარამდე გაიზრდება.

ხელფასების ზრდასთან ერთად, ბათუმის ბიუჯეტის 2022 წლის პროექტის მიხედვით, მცირდება რიგი ქვეპროგრამების დაფინანსება, რომელთა შორის არის,

 

  1. მუნიციპალური უფასო სასადილოები, რასაც  ა(ა)იპ - ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო ახორციელებს და 2021 წელთან შედარებით დაფინანსება 79,500 ლარით შეუმცირდა.

  2. დროებითი ღამის თავშესაფარი, რომელიც იგივე არასამეწარმეო იურიდიული პირის დაქვემდებარების ქვეშ არის და დაფინანსება 65,000 ლარით შეუმცირდა.

  3. მცირდება ქვეპროგრამა - სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობის დაფინანსებაც - 2021 წელს ქვეპროგრამისთვის 10,497,600 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 2022 წელს დაფინანსება მცირდება 5,028,900 ლარით  და გამოყოფილი 6,291,800 ლარი იქნება.

ასევე აღსანიშნავია ფაქტი, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით არასამეწარმეო იურიდიულ პირები 134,438,800 მილიონი ლარით დაფინანსდებიან, რაც 2021 წლის ა(ა)იპ-ების დაფინანსების მაჩვენებელს 40,833,000 ლარით აღემატება. ამასთან ერთად, 2022 წელს ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანების რიცხვი 10 თანამშრომლით მცირდება, თუმცა შრომის ანაზღაურებაზე გათვლილი თანხა 2,044,400 ლარით იზრდება.


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფინანსება და შრომის ანაზღაურება: 

 

2020 წელი - 140,575,100 ლარი                            ანაზღაურება - 23,530,200 ლარი

2021 წელი - 169,511,200 ლარი                             ანაზღაურება - 25,563,000 ლარი

2022 წელი - 231,417,000 ლარი (პროექტი)        ანაზღაურება - 27,616,800 ლარი

2023 წელი - 255,733,500 ლარი (პროგნოზი)     ანაზღაურება - 28,445,300 ლარი

2024 წელი - 259,458,500 ლარი (პროგნოზი)     ანაზღაურება - 29,298,700 ლარი

2025 წელი - 263,895,600 ლარი (პროგნოზი)     ანაზღაურება - 30,177,600 ლარი

 

ბათუმის საკრებულო დაფინანსება და შრომის ანაზღაურება:


2020 წელი - 1,492,600 ლარი     ანაზღაურება - 1,036,500 ლარი   რაოდ. - 44

2021 წელი - 1,933,600 ლარი     ანაზღაურება - 1,091,600 ლარი   რაოდ. - 43

2022 წელი - 2,149,600 ლარი     ანაზღაურება - 1,213,100 ლარი   რაოდ. - 43


ბათუმის მერიის დაფინანსება და შრომის ანაზღაურება:


2020 წელი - 4,491,700 ლარი  ანაზღაურება - 2,913,000 ლარი  რაოდ. - 170

2021 წელი - 5,484,400 ლარი  ანაზღაურება - 3,488,100 ლარი  რაოდ. - 170

2022 წელი - 5,879,00 ლარი    ანაზღაურება - 3,836,900 ლარი   რაოდ. - 170


წყაროები:

https://batumicc.ge/files/uploads/riggareshe_sxdoma_08112021/2022clis_biujetisproeqti/2.__-____2022__.pdf - ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი

http://batumicc.ge/files/uploads/2021clis_biujeti/aaip-___2021_____.pdf - 2021 წლის ა(ა)იპების დაფინანსება

https://batumicc.ge/files/uploads/riggareshe_sxdoma_08112021/2022clis_biujetisproeqti/5.-__2022_.pdf - 2022 წლის ა(ა)იპების დაფინანსება