ტიხანოვსკაია გამოთქვამს მზაობას შეხვდეს საქართველოს მთავრობას

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელსაც ევროკაშირი და აშშ ბელარუსის ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მიიჩნევს მზაობას გამოთქვამს ნებისმიერ დროს შეხვდეს საქართველოს მთავრობას და განიხილოს თბილის მყოფი ბელარუსი პოლიტიკური ემიგრანტების ბედი. 

ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში ტიხანოვსკაიას მრჩეველმა ფრანაკ ვიაჩორკამ განაცხადა. 

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ საქართველოს ორმხრივი და მეგობრული ურთიერთობების დამყარება გვსურს. სვეტლანა ტიხანოვსკაია სიამოვნებით შეხვდებოდა საქართველოს მთავრობას პირველი შესაძლებობისთანავე",- ამბობს ვიაჩორკა. 

მისი თქმით, ტიხანოვსკაია პირველივე შესაძლებლობაზე ასევე, მზადააა განიხილოს საქართველოში ემიგრირებული ბელარუსი ჟურნალისტების, ორგანიზაციებისა და უფლებადმცველების ბედი. 

ამასთანავე ვიაჩორკამ ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებმა არ უნდა გააფორმონ რამენაირი ხელშეკრულებები ლუკაშენკოს უზურპატორულ რეჟიმთან. 

მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს ამოქმედდა ქართულ სუს-სა და ბელარუსულ КГБ-ს შორის თანამშრომლობის რეგლამენტირებას და კოორდინაციას ითვალისწინებს. ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2016 წელს შემუშავდა, თუმცა პროცესი საბოლოოდ მიმდინარე წლის აგვისოში დასრულდა. 

გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ინფორმაციის ორმხრივ გაცვლას, თანამშრომლობას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების წინააღმდეგ, თანამშრომლობას კიბერდანაშაულისა და ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ.

ამავდროულად ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, საიდუმლო ინფორმაციისა და პერსონალური ინფორმაციის გაცვლა და საერთო ღონისძიებების ჩატარება.