საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ ქვეყნის ასაკოვან და რისკის ჯგუფში მყოფ მოსახლეობას ვაქცინის მესამე დოზით აცრიან. მისი ეს განცხადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება.
ინსტაგრამზე ჩაწერილი მიმართვაში, მაკრონმა განაცხადა:"მას შემდეგ, რაც ანტისეხეულების რაოდენობა მცირდება, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არიან." ქვეყანა ასეთი ადამიანებისთვის მესამე დოზის შეთავაზებას აპირებს. "ეს არ იქნება ყველასთვის, მხოლოდ რისკის ჯგუფებისთვის."
საფრანგეთთან ერთად ვაქცინის მესამე დოზით რისკის ჯგუფში მყოფების აცრა ისრაელმა, უნგრეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა დაწყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოთხშაბათს ამ ქვეყნებს მოუწოდა "ბუსტერებით" აცრა შეწყვიტონ, ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყანის მოსახლეობის მინიმუმ 10% არ აიცრება.