იტალიის პრემიერი: სავალდებულო ვაქცინაციას მხარს ვუჭერ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ მხარი დაუჭირა სავალდებულო გახდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ქვეყნის ხელისუფლებას მოსახლეობის 80%-ის სრულად აცრა აქვს გადაწყვეტილი. 

იტალიაში ვაქცინაცია უკვე სავალდებულოა ჯანდაცვის სექტორში, სკოლებში და უნივერსიტეტებში, მაგრამ ბოლო დღეებში ზოგიერთი მინისტრი ითხოვდა, რომ აცრა ყველასთვის სავალდებულო გახდეს.

12 წელზე უფროსი იტალიელების 70% ერთი დოზით არის აცრილი, 63% კი - სრულად.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო პრენაცამ განაცხადა, რომ გარკვეულ სექტორებში ვაქცინაცია უკვე სავალდებულოა და ეს წესი მოქმედებს. პრემიერ-მინისტრი დრაგი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის 80%-ის აცრისთვის, აუცილებელია აცრა სავალდებულო გახდეს.