ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა

აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ავრცელებენ, რომლებიც ვინაობას არ ამჟღავნებენ. 

წყაროს ცნობით ღანის ერთად ქვეყანა დატოვა მისმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰამდულა მოჰიბთან და კიდევ ერთ თანამშრომელთან ერთად დატოვა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად წავიდა აშრაფ ღანი. 

ღანის წასვლას გამოეხმაურა თალიბანიც, მათი თქმით დღეს ღამით მათი მებრძოლები ქაბულში შევლენ. ავღანეთის დედაქალაქში დღეს დილიდან თალიბანისთვის ძალაუფლების გადაცემის სამზადისი მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში გარდამავალი მთავრობა შეიქმნება, რომელმაც ძალაუფლების გადაცემის პროცესი მშვიდობიანად უნდა წარმართოს. 

ამას ადასტურებს ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც, რომლის თქმითაც მთავრობა მზადაა თალიბანს ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბაროს. 

თალიბანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანეთში მყოფმა ყველა უცხოელმა ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ან სპეციალურ სამსახურში უნდა დარეგისტრირდნენ. 

ავღანეთის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქის აღების შემდეგ, რამდენიმე საათის უკან თალიბები ქაბულის გარეუბნებში გამოჩნდნენ. მოსალოდნელია, რომ ქალაქი თალიბებს უბრძოლველად ჩაბარდება. 

პარალელურად დაჩქარებული წესით მიმდინარეობს აშშ-ის და სხვა დასავლური სახელმწიფოების საელჩოების ევაკუაცია. თალიბების თქმით, ისინი დედაქალაქის აღებას ძალის გამოყენებით არ აპირებენ და დედაქალაქის არცერთი მაცხოვრებლის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.