თალიბანი ავღანეთს სრულად აკონტროლებს, მთავრობა ძალაუფლების გადასაცემად ემზადება

თალიბანის პრესსამსახურმა ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ გამოაცხადა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ავღანეთის ცენტრალური მთავრობა ძალაუფლების გადაცემისთვის ემზადება. არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში გარდამავალი მთავრობა შეიქმნება, რომელმაც ძალაუფლების გადაცემის პროცესი მშვიდობიანად უნდა წარმართოს. 

ამას ადასტურებს ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც, რომლის თქმითაც მთავრობა მზადაა თალიბანს ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბაროს. 

თალიბანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანეთში მყოფმა ყველა უცხოელმა ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ან სპეციალურ სამსახურში უნდა დარეგისტრირდნენ. 

ავღანეთის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქის აღების შემდეგ, რამდენიმე საათის უკან თალიბები ქაბულის გარეუბნებში გამოჩნდნენ. მოსალოდნელია, რომ ქალაქი თალიბებს უბრძოლველად ჩაბარდება. 

პარალელურად დაჩქარებული წესით მიმდინარეობს აშშ-ის და სხვა დასავლური სახელმწიფოების საელჩოების ევაკუაცია. თალიბების თქმით, ისინი დედაქალაქის აღებას ძალის გამოყენებით არ აპირებენ და დედაქალაქის არცერთი მაცხოვრებლის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.