გროზნოს ტელევიზიამ რამზან კადიროვი საუკეთესო რეპორტიორად დაასახელა

ტელეკომპანია გროზნომ ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი საუკეთესო რეპორტიორად დაასახელა და 45 000 რუბლით დააჯილდოვა. 

"რამზან კადიროვი გვწავდის ყველაზე ექსკლუზიურ რეპორტაჟებს რთულად მისაღწევი ადგილებიდან, რომლებიც ხშირად ექსტრემალურ პირობებშია გადაღებული",- წერია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რამზად კადიროვს ჯილდო ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინფორმაციის და საგარეო კავშირების მინისტრმა აჰმედ დუდაევმა გადასცა. 

ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, რომ რამზან კადიროვს არაერთხელ შეუსრულებია რეპორტიორის ფუნქციები - წაუყვანია პირდაპირი ეთერი და მიუცია კომენტარები. ტელევიზიაში ხაზს უსვამენ კადიროვის ჩართვას მისი სახლის ეზოდან, რომლის ფარგლებშიც გამომწერებს თავისი თუთიყუში გააცნო. 

რამზან კადიროვი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, თავის ვიდეოებში ის ხშირად საუბრობს სპორტსა და პოლიტიკაზე. ამავდროულად სოციალურ ქსელებს კადიროვი ხშირად მუქარის გასავრცელებლად და მოწინააღმდეგეების დასაშინებლად იყენებს. 

რამზან კადიროვის ანგარიში ინსტაგრამმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაბლოკა, თუმცა კადიროვი ქსელში სხვა ექაუნთებით შედის.