CIA-ის დირექტორი ბილ ბარნსი ისრაელს ეწვევა

CIA-ის [აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო] დირექტორი ბილ ბარნსი ისრაელს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სავარაუდოა, რომ საუბარია ძირითადად ირანთან ბირთვული შეთანხმების საკითხს და ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელსა და ირანს შორის ვითარების ესკალაციას შეეხება. გამოცემის ინფორმაციით, ბარნსი, ასევე ეწვევა პალესტინურ ავტონომიას ქალაქ რამალაში. 

ბარნსი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება მოსადის დირექტორს დავიდ ბარნეას, ასევე პრემიერ-მინისტრს ნაფტალი ბენეტს და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებს. მოსალოდნელია, რომ ისრაელთან განხილვის მთავარი თემა ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი თემა ირანის გაზრდილი რეგიონული აქტივობა და ამ საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის გამოკვეთა იქნება. 

პალესტინურ მხარეს ბილ ბარნსი ავტონომიის დაზვერვის სამსახურის უფროსს მაჯიდ ფარაჯსა და პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება. 

ე.წ. ხუთი თვალის თანაშრომლობის ფორმატის მიღმა, რომელიც ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ახლო პარტნიორობას ითვალისწინებს, მოსადი CIA-ისთვის ყველაზე ახლო მოკავშირეა.  დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას CIA და მოსადი ერთობლივად მუშაობდნენ არაერთ ოპერაციაზე ირანის წინააღმდეგ.

ამავდროულად, CIA-ის ახლო კავშირები აქვს პალესტინური ავტონომიის დაზვერვის სამსახურთანაც, რომელიც სამმართველომ მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც ტრამპის ადმინისტრაციასა და პალესტინური ავტონომიას შორის კომუნიკაცია სრულად შეწყდა. 

საყურადღებოა ისიც, რომ სწორედ ბილ ბარნსი და ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აწარმოებდნენ ფარულ მოლაპარაკებებს ირანთან 2013 წელს. მაშინ ობამას ადმინისტრაცია ისრაელისგან მალულად, ირანთან ბირთვული შეთანხმების საკითხებზე მუშაობდა - საიდუმლო შეხვედრები ომანში იმართებოდა. 

მაშინ, ირანთან მიმდინარე საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ ინფრომაციის გავრცელებამ ნეთანიაჰუსა და ობამას ადმინისტრაციას შორის ღრმა კრიზისი გამოიწვია.