წლის მეორე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკური საგრძნობლად შენელდა, რაც ძირითადა კოვიდ-19-ის ლოკალური აფეთქებებით და სამშენებლო მასალების გაძვირებით არის განპირობებული.
აპრილ-ივნისის მონაკვეთში ჩინეთის მშპ 7.9%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზირებულ 8.4%-იან ზრდის მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამოუვარდება.
კლება კიდევ უფრო თვალსაჩინოა თუ მხედველობაში პირველი კვარტლის მონაცემებს მივიღებთ - 2021 წლის პირველ სამ თვეში ჩინეთის ეკონომიკა 18.3%-ით გაიზარდა.
მეორე კვარტალში ზრდა დაფიქსირდა ინდუსტრიულ სექტორსა და საცალო გაყიდვებში, თუმცა შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა საცხოვრებელი სახლების ბაზარზე, რაც ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია.
შემცირებული ზრდის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ ჩინეთი წელს ადვილად გადააჭარბებს დასახულ მაჩვენებელს - ჩინეთის მთავრობის გეგმის მიხედვით მიმდინარე წელს ქვეყნის მშპ-ს ზრდამ 6% უნდა შეადგინოს.