აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას გმობს, რაც, მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
"აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმები კრიტიკულია საქართველოს წარმატებისთვის". - წერს ბლინკენი.
19 აპრილს ხელმოწერილი ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის, საერთაშორისო პარტნიორებისა და საელჩოების პროტესტის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ არ შეაჩერა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და 13 ივლისს უზენაესს სასამართლოში უვადოდ 6 მოსამართლე დანიშნა.