სამთვიანი ზავის სანაცვლოდ თალიბანი დაკავებული 7 000 წევრის გათავისუფლებას ითხოვს

თალიბანმა ავღანეთის ცენტრალურ მთავრობას სამი თვით საბრძოლო მოქმედებების შეჩერება შესთავაზა, ხოლო ამის სანავცვლოდ მთავრობის მიერ დაპატიმრებული ორგანიზაციის 7 000 წევრის გათავისუფლება მოითხოვა. 

ინფორმაცია ამის შესახებ თალიბანთან მოლაპარაკებების დელეგეციის წევრმა ნადერ ნადერიმ გაავრცელა. ნადერის თქმით, თალიბანის მოთხოვნა ძალიან სერიოზულია, თუმცა გასულ წლების გამოცდილებით თალიბანის დაკავებული წევრების გათავისუფლებას დადებითი შედეგი არ ჰქონია და პირიქით, ვითარების ესკალაციას შეუწყო ხელი. 

თალიბანსა და ავღანეთის ცენტრალურ მთავრობას შორის სამხედრო დაპირისპირებამ ახალი ძალით მას შემდეგ იფეთქა, რაც აშშ-სა და კოალიციური ჯარების უდიდესი ნაწილი ქვეყნიდან გავიდა. 

ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული შეტევების შედეგად ავღანეთის ტერიტორიის დაახლოებით 85% თალიბანის კონტროლ ქვეშ მოექცა. თალიბანის მტკიცებით, მათ პაკისტანის საზღვართან მდებარე ქალაქი აიღეს. გუშინდელი ბრძოლების შედეგად ავღანეთის სამთავრობო არმიამ მარცხი განიცადა, რის შემდეგაც პაკისტანთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტი თალიბანის კონტროლს დაექვემდებარა.  

აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ავღანეთში მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დასრულდება.