თალიბანმა პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი დაიკავა

თალიბანის მტკიცებით, მათ პაკისტანის საზღვართან მდებარე ქალაქი აიღეს. გუშინდელი ბრძოლების შედეგად ავღანეთის სამთავრობო არმიამ მარცხი განიცადა, რის შემდეგაც პაკისტანთან დამაკავშირებელ მნიშნველოვან სავაჭრო მარშრუტი თალიბანის კონტროლს დაექვემდებარა. 

"მოჯაჰედებმა პაკისტანის საზღვარზე მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქი ვეში დაიკავეს",- განაცხადა თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. 

ავღანეთის ცენტრალური მთავრობის მონაცემებით, ამ სასაზღვრო პუნქტს დღეში დაახლოებით 900-მდე სატვირთო ავტომობილი კვეთავს. ბოლო კვირების განმავლობაში თალიბანმა თავის კონტროლს დაუქვემდებარა ქვეყნის რამდენიმე მნიშვნელოვანი სასაზღვრო პუნქტი, მათ შორის ისლამ ქალას და ტურქჰუნდის სასაზღვრო პუნქტები ჰერათის პროვინციაში, შირხან ბანდარის და ქუნდუზის პუნქტები ფარას პროვინციაში. 

სასაზღვრო პუნქტების დაკავებით თალიბანი ცდილობს ვაჭრობის სფეროს გაკონტროლებას, რაც ნიშნავს, რომ გადასახადებით შემოსული თანხა არა ცენტრალურ მთავრობა, არამედ თალიბანი მიიღებს. 

აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ავღანეთში მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დასრულდება, ამ დროისთვის აშშ-მა ქვეყნიდან უკვე ცოცხალი ძალის 90%, ავღანეთი უკვე დატოვეს კოალიციურმა ჯარებმა.