რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს საბჭოთა კავშირის გადამწყვეტი როლის უარყოფას ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში.
ახალი კანონი იმ დიდი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც "1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების უკვდავყოფას" ეხება.
"იკრძალება საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებების, მიზნებისა და მოქმედებების მიმსგავსება ან რაიმე ფორმით დაკავშირება ნაცისტური გერმანიის გადაწყვეტილებებს, მიზნებსა და მოქმედებებთან. იკრძალება საბჭოთა კავშირის გადამწყვეტი როლის უარყოფა ნაცისტური გერმანიის დამარცხების საქმეში",- წერია კანონპროექტში.
"კანონის ინიციატორების მიზანია დააწესოს საკანონმდებლო ბარიერი ჩვენი წინაპრების ღია და ამაზრზენ შეუარაცხყოფაზე და ბოლო დაუდოს სპეკულაციებს ჩვენი დიდებულ გამარჯვების შესახებ",- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
დაწესებული შეზღუდვა შეეხება საჯარო გამოსვლებს, დემონსტრაციებს, მხატვრულ და აკადემიურ ნაშრომებს, მედიასა და ინტერნეტში განთავსებულ პუბლიკაციებს.