სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება

გადაწყვეტილების შესახებ სომხეთის პრემიერმა მოსახლეობას ფეისბუკ ჩართვაში აცნობა. "დღეს გაიმართა შეხვედრა ოპოზიციური პარტია აღორძინებული სომხეთის ლიდერთან, გაგიკ ცარუკიანთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია",- წერს ფაშინიანი. 

თავის პოსტში ფაშინიანი მიუთითებს, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხე კონსულტაციები გაიმართა პრეზიდენტ, არმენ სარქისიანთან, საპარლამენტო უმრავლესობის პარტია, "ჩემ ნაბიჯთან". კონსულტაციებში მონაწილეობდა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია "განათებული სომხეთი", რომლის ლიდერიც ედმონ მარუკიანია. 

ვადამდელი არჩევნების ჩანივშვნის მიუხედავად, მაინც უკმაყოფილო რჩება სომხური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, მათ შორისაა, "სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ვაზგენ მანუკიანი. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ "ომში სამარცხვინოდ დამარცხებული პრემიერი ახალ არჩევნებს ჩაატარებს სომხეთის ისტორიაში შავ ლაქად დარჩება".

სომხეთი პრემიერს ნაციონალური კრების (პარლამენტის) უმრავლესობა ირჩევს. არჩევის შემდეგ, პრემიერმინისტრის უფლებამოსილებას პრეზიდენტი ამტკიცებს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, თითეული საპარლამენტო ფრაქცია თავის საპრემიერო კანდიდატს ასახელებს. იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრის პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა ინიშნება მეორე ტური. თუ გამარჯვებული მეორე ტურში ვერ გამოვლინდა პარლამენტი ავტომატურად დაშლილად ცხადდება. სავარაუდოდ სწორედ ამ მექანიზმის მეშვეობით დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში. 

თებერვლის ბოლოს სომხეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისის ახალი ფაზა დაიწყო, რომელიც ყარაბაღის 5-კვირიან ომში სომხეთის დამარცხებას მოყვა. ბოლო გამწვავების მიზეზი ფაშინიანის მიერ სომხეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის და შემდეგ უკვე ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება გახდა. 

სამხედროებს და პრემიერ-მინისტრის შორის კონფლიქტის მიზეზი ფაშინიანის მიერ რუსულ შეიარაღებაზე გამოთქმული პრეტენზიები გახდა. ფაშინიანის თქმით, ომის პერიოდში რუსული ისკანდერის ტიპის რაკეტები, რომელიც სომხეთი არმიის გააჩნია მხოლოდ 10% მუშაობდა სათანადოდ. სომხეთის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ ფაშინიანის სიტყვებს არასერიოზული უწოდა, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საერთოდაც უარყო სომხეთის მხრიდან ამ რაკეტების გამოყენების ფაქტი. 

გენშტაბის ხელმძღვანელების გადაყენების შემდეგ, სამხედროების ნაწილი ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. თავის მხრივ ფაშინიანმა ოპოზიციას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები შესთავაზა, თუმცა ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა წინადადებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.