ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია ALDE ავრცელებს.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ვან ბაალენი 29 აპრილს ღამის საათებში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ჰანს ვან ბაალენის პოლიტიკური კარიერა 1986 წელს დაიწყო, პოლიტიკურ საქმიანობამდე, სხვადასხვა წლებში, ვან ბაალენი დაკავებული იყო ჟურნალისტური საქმიანობით და მუშაობდა კონსულტანტად ერთ-ერთი უმსხვილეს აუდიტორიულ კომპანია Deloitte-ში.
1999-2009 წლებში ჰანს ვან ბაალენი ჰოლანდიის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო პარალელურად სხვადსხვა მნიშვნელოვან თანამდებობს იკავებდა საკონონმდებლო ორგანოს თავდაცვისა და საგარეო საქმეების კომიტეტებში. 2009-2019 წლებში ვან ბაალენი ევროპარლამენტის წევრი გახდლათ, 2009-დან 2014 წლამდე კი საერთაშორისო ლიბერალური პარტიების ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. 2015 წლიდან მოყოლებული, ჰანს ვან ბაალენი ევროპელი ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა.
უნდა ითქვას, რომ ჰანს ვან ბააალენი ხშირად აკეთებდა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებებს. მათ შორის, ვან ბაალენი აქტიურობდა ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის თაობაზეც.
ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ვან ბაალენმა გამოთქვა შეშფოთება მომხდარით და მთავრობას ოპოზიციონერის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ვან ბაალენი მიესალმა კრიზისის გადაჭრაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობას და მოუწოდებდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთობლივად ემუშავათ ახალი უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების საკითხზე.