ჩრდილოეთ ისრაელში, ლაგ ბა-ომერის რელიგიური დღესასწაულის დროს, მერონის მთასთან მომხდარი ჭყლეტვისას 44 ადამიანი მოკვდა, დაშავდა 65. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Times of Israel ავრცელებს.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ უბედური შემთხვევის მიზეზი ტრიბუნის ჩამონგრევა იყო, თუმცა მოგვიანებით ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ინციდენტის მიზეზი ადგილზე მომხდარი ჭყლეტვა იყო.
ისრაელის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 6 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, 18 კი მძიმე მდგომარეობაშია.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს უმძიმესი კატასტროფა უწოდა. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ ჯარისკაცები და სამხედრო ვერტმფრენები.