უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს შეხვედრა შესთვაზა. ამის შესახებ ზელენსკიმ ფეისბუკ ჩართვის დროს განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ თქვა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინანადება 19 აპრილს ნორმანდიულ ფორმატში მისი მრჩეველების შეხვედრის დროს წარმოიშვა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის მზად არის შეხვდეს ვლადიმირ პუტინს დონბასში, ე.წ. შეხების წერტილთან. "მე მზად ვარ უფრო შორსაც წავიდე და შემოგთავაზოთ შეხვედრა უკრაინული დონბასის ნებისმიერ წერტილში, სადაც ომი მიმდინარეობს",- თქვა ზელენსკიმ.
ბოლო კვირების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება სისტემატურად იძაბება, პრაქტიკულად აღარ მოქმედებს გასული წლის ივლისში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება.
8 აპრილს დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Intelligence Team-მა [CIT] უკრაინის საზღვართან ახლოს მოწყობილი სამხედრო პოლიგონი და სამხედრო ბანაკი აღმოაჩინა.
გუშინვე, 8 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში დამატებითი სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავდა. 10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ შავ ზღვაში დამატებით 2 სამხედრო გემს გაგზავნის.
8 აპრილს, სატელეფონო საუბარში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ვლადიმირ პუტინს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ნაწილების გაყვანა მოსთხოვა.
უფრო მეტი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ესკალაციაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.