მოდერნამ სამშაბათს განაცხადა, რომ მათ მიერ შემქნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მეორე დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგაც ეფექტურია. “ბოლო კვლევებით ვაქცინა კორონავირუსის ყველა შემთხვევაში 90%-ით ეფექტურია, ხოლო მძიმე შემთხვევებში მისი ეფექტურობა 95%-ია,” განაცხადა კომპანიამ.
კვლევა მოიცავს 900 კორონავირუსის შემთხვევას, საიდანაც 100 მათგანი მძიმე იყო.
გარდა ეფექტურობის კვლევისა, მოდერნა მუშაობს არასრულწლოვნებში ვაქცინის კვლევის მეორე ფაზაზე. ამჟამად 3000-მდე 12-დან 17 წლამდე ადამიანია ჩართული კვლევაში. კომპანია გეგმავს კვლევა 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებზეც გააგრძელოს.