კრემლი: ამერიკული გემები ყირიმს გარეთ უნდა დარჩნენ

სამშაბათს რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა “მათთვისვე სასიკეთოდ” თავისი გემები ყირიმისგან შორს ჰყავდეს. ოფიციალურმა მოსკოვმა შავ ზღვაში ამერიკული გემების შესვლას პროვოკაცია უწოდა.

 

“ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მოწინააღმდეგე და ყველაფერს აკეთებს, რომ დააკნინოს რუსეთის პოზიციები მსოფლიოში - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიბაკოვმა - მათ მიდგომაში სხვა ელემენტებს ვერ ვხედავთ. ეს არის ჩვენი დასკვნები.”

აშშ-ის გემები შავ ზღვაში ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შევლენ და 4 მაისამდე დარჩებიან.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. უკრაინელ სამხედროებსა და მოსკოვის მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეტაკებები წინა თვეში განახლდა.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს განცხადება გაავრცელეს, რომლითაც რუსეთს მოუწოდეს “შეწყვიტოს პროვოკაციები” უკრაინა-რუსეთის საზღვარზე.