ბათუმის მერია 20-დან 26 დეკემბრამდე უწყვეტ კონცერტებს მართავს და ანტივაქსერ ირაკლი ფირცხალავას 14 ათას ლარს უხდის

ბათუმში ცენტრალურ მოედანზე - ევროპის მოედანზე 20 დეკემბრიდან 31 დეკემრის ჩათვლით საახალწლო ღონისძიებები იმართება, რაშიც ბათუმის მერიის მიერ ფლანგვის დეტექტორისთვის მოწოდებული წერილით ირკვევა, რომ ჯამში 328,035 ლარი იხარჯება.

328,035 ლარი ჯამური თანხაა, საიდანაც 222,760 ლარი უშუალოდ ღონისძიებების საორგანიზაციო სამუშაოებს მოხმარდება, ჰონორარების წილი კი 105,275 ლარია.

ბათუმის მერია 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე ევროპის მოედანზე უწყვეტად კონცერტებს მართავს, ამასთან ერთად ტარდება ცეცხლოვანი შოუ, ილუზიონისტების, აკრობატებისა და ჯამბაზების წარმოდგენები, 31 დეკემბერს კი დაგეგმილია გალა კონცერტი და ქალაქის 10 წერტილიდან ფოიერვერკების გაშვება.

20 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე ევროპის მოედანზეონცერტებს მთლიანობაში 39 შემსრულებელი მართავს, ჯამში ისინი ჰონორარის სახით 54,775 ლარს იღებენ 37 შემსრულებლის შემთხვევაში ცალკეულად ჰონორარი დაახლოებით 3,000 ლარზე მეტს არ შეადგენს, ყველაზე დიდ თანხას კი ბათუმის მერიისგან დათო ევგენიძე - 11,000 ლარს და ირაკლი ფირცხალავა - 14,100 ლარს იღებენ.

 ირაკლი ფირცხალავა რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მომღერალია, რომელიც საქართველოში ბოლო დროს გამოჩნდა და თავი ანტივაქსერული შინაარსის აქციის ავანგარდში ყოფნით დაგვამახსოვრა.

5 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც საქართველოში არსებული მწვანე პასპორტების სისტემის წინააღმდეგ გამოთქვამდნენ პროტესტს, შეკრებაზე ასევე ისმოდა მწვავედ ანტივაქსერული მოწოდებები. წორედ, ამ აქციის წინა რიგებში იდგა ირაკლი ფირცხალავა.

აახალწლო ღონისძიებებს ორგანიზებას უწევს ბათუმის მერიის არასამეწარმეო იურიდიული პირი - ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრი, რომელიც თავის მხრივ 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით მუნიციპალური ბიუჯეტიდან 3,645,300 მილიონ ლარს მიიღებენ, აქედან კი, შრომის ანაზღაურებებისთვის გამოყოფილი 2,393,700 ლარია გამოყოფილი.

იუხედავად ეპიდემიოლოგების მოწოდებებისა, რომ უმჯობესია ახალი წელი შეზღუდულად ვიზეიმოთ, ასევე მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 23 დეკემბერის მონაცემებით, ომიკრონის შტამის 29 შემთხვევა არის დაფიქსირებული და მხოლოდ 24 დეკემბერს კორონავირუსით დეკემბრისთვის რეკორდული რიცხვი - 78 ადამიანი გარდაიცვალა, ბათუმის მერიამ გადაწყვიტა საახალწლო ზეიმი 20 დეკემბერს დაიწყოს და ანტივაქსერი მომღერლები ბიუჯეტიდან დააფინანსოს.

ყაროები:

ირაკლი ფირცხალავას კონცერტის მონაკვეთი -

https://wetransfer.com/downloads/50c1021a9cad0cdda40fb579ea10002020211223205912/2c8c09?fbclid=IwAR1mJctEjUTs8QhAfTINt89_Sb8kZxSbydahiyp2QENdGR1PrR9jMuDdf9c

ათუმის მერიის წერილი - https://www.scribd.com/document/549076746/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-2021-2022-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90

 

2022 წლის ა(ა)იპების დაფინანსება -

https://batumicc.ge/files/uploads/riggareshe_sxdoma_08112021/2022clis_biujetisproeqti/5.-__2022_.pdf