სოფელ შუქრუთში აქციის მონაწილეებმა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას და პირი ამოიკერეს

სოფელ შუქრუთში აქციის მონაწილეებმა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას და პირი ამოიკერეს.

ისინი შპს "ჯორჯიან მანგანეზისგან" ითხოვენ, რომ კომპანიამ შეაჩეროს სოფლის განადგურება ან მისცეს მათ ღირსეული კომპენსაცია. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ ხელისუფლების ჩართულობას მიმდინარე პროცესებში, საპასუხოდ კი სრული იგნორი მოდის.

ჯერჯერობით აქციის სამ მონაწილეს აქვს პირი ამოკერილი. შუქრუთლები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობა გაგრძელდება და სოფლის სხვა წამომადგენლებიც ამოიკერავენ პირს.

შეგახსენებთ, შუქრუთის მოსახლეობა 2019 წლიდან იბრძვის კომპანიის წინააღმდეგ, რათა შეინარჩუნონ საკუთარი საცხოვრისი. შეგახსენებთ, რომ სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორთმით აპროტესტებენ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ განხორციელებულ სამუშაოებს, რის გამოც საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობამდეა მისული, ხოლო ადგილობრივები მუდმივ შიშსა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობენ.

სახლების გაბზარვა და ჩამონგრევა ერთადერთი პრობლემა არ არის, რასაც შუქრუთელები აპროტესტებენ. ეზოების ქვემოთ მაღაროს გავლამ, ნაპრალების გაჩენა გამოწვია, რამაც მოსახლეობის საკუთრებაში არსებული მიწები, სამეურნეო თვალსაზრისით უსარგებლო გახადა.

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) სოლიდარულნი ვართ სოფელ შუქრუთში მცხოვრები და დასაქმებული ადამიანების მძიმე შრომითი და ეკოლოგიური პრობლემების მიმართ.

GMC-ის იმერეთის ბიურო ყურადღებით აკვირდება ადგილზე პროცესებს. პერიოდულად ახალ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.