ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზში“ და მის შვილობილ კომპანიებში 3000-მდე თანამშრომელი გაიფიცა. დასაქმებულები ითხოვენ ხელფასების 50%-იან ზრდას, დაზღვევის პაკეტების გაუმჯობესებას, შრომითი ხელშეკრულებების გადაცემას დასაქმებული პირებისთვის, მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილების აღკვეთას ქალაქის ტერიტორიაზე და ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ქალაქსა და სოფლებში. (მადნის არასწორი მოპოვებისა და ქარხნული დამუშავების ფონზე ბინძურდება მდინარე ყვირილა, ჰაერი და სასმელი წყლები, ასევე უსარგებლო ხდება ნიადაგი)
ჯორჯიან მანგანეზში დასაქმებულმა მძღოლებმა, პროფკავშირების გვერდის ავლით მიმართეს იურისტს და ეკატერინე ტიკარაძესთან გაგზავნეს წერილი მოთხოვნებითა და გაფიცვის უფლების გამოყენებით.
21 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, მძღოლები გაიფიცნენ 19 აპრილს, ხოლო 23 აპრილს უკვე „ჯორჯიან მანგანეზის“ დაქვემდებარებაში მყოფი 8 ვახტა, 4 მაღარო, რკინიგზა და ქარხნები შეუერთდა და გაფიცვამ მიიღო საპროტესტო აქციის სახე მუნიციპალიტეტის მერიის წინ.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ახალი ქარხნის მშენებლობის დასრულების შემდეგ მომუშავე პერსონალს გაუორმაგდა შრომა, ხოლო ანაზღაურება კი იგივე დარჩა. გარდა ამისა 2019 წლის აქციების შემდეგ, კომპანია დაიყო ნაწილებად და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ხელფასი მხოლოდ დასაქმებულთა ნაწილს მოემატა. სწორედ ეს გახდა მაღაროელთა უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი.
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) სოლიდარულნი ვართ ჭიათურაში მცხოვრები და დასაქმებული ადამიანების მძიმე შრომითი და ეკოლოგიური პრობლემების მიმართ.
მმართველობის მონიტორინგის ცენტრის(GMC) იმერეთის ბიურო ყურადღებით აკვირდება პროცესებს და პერიოდულად ახალ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.